ბასრობა

ბასრობა, ძვ. ქართული სატირიკული სასახიობო ჟანრი.

ფართოდ იყენებდნენ ქართ. ხალხ. სანახაობების ‒ ბერიკაობისა და მალანურობის წარმოდგენებში, აგრეთვე სალაშქრო სახიობაში მტრის გასაკიცხავად. ამის მაგალითია 626 თბილისის ზღუდეზე გამართული „კუკების თეატრის“ წარმოდგენა, რ-შიც დასცინოდნენ ბიზანტიელთა და ხაზართა ლაშქარს (აღწერილია მოვსეს კალანკატვაცის „ალბანთა ისტორიაში“). ფეოდალთა შორის გამართულ ბრძოლაში დამარცხებულს ბ-ის წარმოდგენაში ძალად ათამაშებდნენ ‒ ქალურად გადააცმევდნენ ან ქალის საქმეს აკეთებინებდნენ და ასე საჯაროდ დასცინოდნენ. „მატიანე ქართლისას“ ცნობით, XI ს-ში ასეთი ბ-ით დაუმცირებია ლიპარიტ IV-ს სასირეთის ომში დამარცხებული ბაგრატ IV-ის მომხრე დიდებული აბუსერი.

ლიტ.: ჯ ა ნ ე ლ ი ძ ე  დ., ქართული თეატრის ისტორია უძველესი დროიდან XVIII საუკუნემდე, [თბ., 1965].

დ. ჯანელიძე