ბატკანძერი

ბატკანძერი, კრავიჭამია (Gypaёtus barbatus), მტაცებელი ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა.

ტანად დიდი ფრინველია; სხეულის სიგრძე 75 – 80 სმ, მასა 5,5 – 6,5 კგ აღწევს. აქვს გრძელი ფრთები. ნისკარტქვეშ კარგად ემჩნევა ჯაგრისებრი ბუმბული ‒ „წვერი“. ბუდობს კლდეებში, ბუდეს იკეთებს ტოტების გროვებისაგან. დედალი დეკ-ში დებს 2 (იშვიათად 1) ჭრელ კვერცხს, რ-თა ინკუბაცია 2 თვეს გრძელდება. თებ.-მარტში იჩეკებიან ქულები. იკვებება მძორით, ძუძუმწოვრებითა და ფრინველებით. გავრცელებულია ევრ., წინა და ცენტრ. აზიის აფრ. მთიანეთში. საქართველოში ‒ კავკასიონსა და სამხრეთ მთიანეთზე. ვერტიკალურად ვრცელდება ზ. დ. 4800 მ-მდე. მცირერიცხოვანია, რის გამოც შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში“.

რ. ჟორდანია