Twitter
Facebook
Whatsapp
ბეღლეთი, სოფელი ხულოს მუნიციპალიტეტის დიოკნისის თემში (აჭარის არ), არსიანის ქედის დას. კალთაზე, მდ. აჭარისწყლის მარჯვ. მხარეს, ტაბახმელისწყლის შესართავთან. ზ. დ. 1120 მ, ხულოდან 13 კმ. 578 მცხ. (2014).