ბეშუმი, მთის კლიმატური კურორტი ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედის აღმ. ფერდობზე. ზ. დ. 1850–1900 მ, ხულოდან 30 კმ. მიმდებარე ტერიტ. წიწვოვანი ტყით არის დაფარული. ზამთარი დიდთოვლიანია და ზომიერად რბილი (იანვ. საშ. ტემპ-რა –50°C), ზაფხული ზომიერად თბილი (აგვ. საშ. ტემპ-რა 170°C). ნალექების წლ. რაოდენობა – 1100 მმ. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 2000 სთ აღემატება.
ბუნებრივი სამკურნ. ფაქტორია მთის ჰავა (რ-იც განსაკუთრებით უხდება ბავშვებს). სამედ. ჩვენება: სუნთქვის ორგანოთა არატუბერკულოზური დაავადებები (მ. შ. ბრონქული ასთმა), სისხლნაკლებობა. ბ-იდან 2–3 კმ დაშორებით არის რკინის შემცველი მინერ. წყაროები. კურორტზე ზაფხულის თვეებში მუშაობდა დასასვენებელი სახლი „ბეშუმი“, იყო ბავშვთა გამაჯანსაღებელი დაწესებულებები. სეზონი – ივნ.-სექტემბერი.
აგვისტოს დასაწყისში ბ-ში ტრად. სახალხო დღესასწაული „შუამთობა“ იმართება.
გ. უშვერიძე