ბეშქენიანები

ბეშქენიანები, ქართული წარმოშობის საგვარეულო, ფლობდნენ საკუთარ საამიროს ირანის ჩრდ.-დას. ნაწილში.

მისი ფუძემდებელი, რ-საც, უნდა ვივარაუდოთ, ბეშქენი ერქვა, ალფ-არსლანმა დაატყვევა საქართველოში ლაშქრობის დროს. შემდეგ მას თავისუფლება და ქ. ვარავის [შემდგომ – ქ. ბიშქინი (მიშქინი)] ვილაიეთი უბოძა. ტერიტორიულად გაფართოებული და პოლიტიკურად მომძლავრებული ბ-თა ფეოდ. საამიროს მფლობელები აქტიურად მონაწილეობდნენ XII–XIII სს. I მეოთხედის ირან. და აზერბ. ისტორიაში. ჭრიდნენ საკუთარ მონეტას. ცნობილი პიროვნება იყო მაჰმუდ ბენ ბიშქინ ბენ მუჰამედ ბენ ბიშქინი. მასზე წყდება საგვარეულოს ისტორიის შესახებ არსებული ცნობები. შესაძლებელია ბ-ც მონღოლთა შემოსევებმა იმსხვერპლეს.

ლიტ.: თ ო ფ უ რ ი ა  პ., აღმოსავლეთ ამიერკავკასიის პოლიტიკური ერთეულები XI–XII საუკუნეებში, თბ., 1975.

პ. თოფურია