ბერძენიშვილი ბექა არსენის ძე (დ. 02. 08. 1990, კასპი). სპორტსმენი (სამბისტი, ძიუდოისტი).
სამბოში ევროპის ჩემპიონი (2016), მეორე (2019) და ორგზის მესამე (2017–18) პრიზიორი, მსოფლიო თასის მფლობელი (ხარლამპიევის მემორიალი, მოსკოვი -2016, 2019), მსოფლიო ჩემპიონატის მეორე (2018) და სამგზის მესამე (2015–16, 2019) პრიზიორი, საერთაშორისო ტურნირის „პრეზიდენტის თასი“ გამარჯვებული (2017, მინსკი, ბელარუსი) და მესამე პრიზიორი (2016). არჩილ ჩოხელის მემორიალის გამარჯვებული (2018-19). საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული (მინსკის 2017, 2019, ყაზახეთის 2017). ევროპული თამაშების გამარჯვებული (2019). ძიუდოში საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლისა (2011) და ბრინჯაოს პრიზიორი (2011), ახალგაზრდებს შორის საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (2008).