დიღმის განძი

დიღმის განძი, XII–XIII სს. სპილენძის ქართული მონეტების განძი, აღმოჩენილი 1955 სოფელ დიღომში.

განძი შეიცავდა გიორგი III -ის სახელით მოჭრილ 67 მონეტას, გიორგისა და თამარის 1 მონეტას, თამარის 203 მონეტას, გიორგი IV ლაშას 170 მონეტას. მცირე რაოდენობით იყო აგრეთვე ილდეგიზიდური და სელჩუკური მონეტები.

ანძი ჩამარხულია XIII ს. 20–30-იანი წწ. მიჯნაზე.

ლიტ: Д ж а л а г а н и я  И. Л., Иноземная монета в денежном обращении Грузии V–XIII вв., Тб., 1979.

გ. დუნდუა