ბეჭდვითი სიტყვის კომბინატი

ბეჭდვითი სიტყვის კომბინატი, პოლიგრაფიული მრეწველობის დარგის საწარმო. ფუნქციონირებს 1936-იდან. ძირითადად აწარმოებს საწიგნე-საჟურნალო პროდუქციას, სახვით პროდუქციას, წიგნების რესტავრაციას, კომპიუტერული ფაილების დამუშავებას და სხვ. მომსახურებას. ბ. ს. კ-ში გამოიცა ქართული ენციკლოპედიის ტომეულებიც. აქვე დაიბეჭდა ენციკლოპედია „საქართველო“. იგი რესპუბლიკაში ერთადერთი მსხვილი პოლიგრაფიული საწარმო იყო. 1996-იდან ჩამოყალიბდა როგორც სააქციო საზ-ბა „ბ. ს. კ.“.