დიღმის კარი, შუა საუკუნეების თბილისის ერთ-ერთი კარიბჭე.
დატანებული იყო კალის გალავნის ჩრდ.-დას. კედელში, დაახლ. ახლანდ. ა. პუშკინისა და ნ. ბარათაშვილის ქუჩების გადაკვეთის ადგილზე, იქ, სადაც ვერცხლის ქუჩა პუშკინის ქუჩას უერთდება. აქ იწყებოდა სოფ. დიღმისკენ მიმავალი გზა – „დიღმის გზა" (აქედანვეა სახელწ. „დ. კ."). ცნობილია კარიბჭის მეორე სახელწ. – „შუა კარი" ზემო კარსა (იგივე – მაღლა კარი, კოჯრის კარი) და ქვემო კარს (იგივე – დაბლა კარი, წყლის კარი ) შორის მდებარეობის გამო.
თ. ბერიძე