ბაქრაძე ალექსანდრე კონსტანტინეს ძე

ბაქრაძე ალექსანდრე კონსტანტინეს ძე (5. V. 1925, ქუთაისი,‒V. 2009, თბილისი ), არქიტექტორი (1971).

II მსოფლიო ომის მონაწილე. დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1955). მუშაობდა საპროექტო და საპროექტო-კვლ. დაწესებულებებში. 1971-იდან პედ. საქმიანობას ეწევა თბილ. სამხატვრო აკადემიაში, 1972-იდან ინტერიერის კათედრის გამგეა. ძირითადი ნამუშევრები: თბილისში ‒ საბურთალოს საცხოვრ. რ-ნის დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტი (1956; დ. გრძელიძესთან, ი. და შ. ყავლაშვილებთან ერთად), 300 არაგველის მემორიალი, თბილისის დედაქალაქობის 1500 წლისთავის აღსანიშნავი ობელისკ-შემოსასვლელი (ორივე 1958), სასტუმრო „ივერიის“ რესტორნის დიდი დარბაზისა და ღამის ბარის (1967), ღამის კლუბის „მუხამბაზის“ (1973), საქართვ. უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის მიღებათა დარბაზის (1976) ინტერიერები, კარდიოსარეაბილიტაციო სანატორიუმი „ქართლი“ თბილისის ზღვაზე (1987); ბათუმში ‒ სასტუმრო „მედეა“ (1987; ბოლო ხუთი ობიექტი ნ. ჯობაძესთან ერთად) და სხვ.

მიღებული აქვს სახელმწ., მ. შ. საბრძოლო ჯილდოები.

ს. კინწურაშვილი

მ. მაისურაძე