„ასკანელი ძმები“ (შპს), ერთ-ერთი უმსხვილესი ღვინის კომპანია საქართველოში.
დაარსდა 1998. კომპანია ფლობს სამ საწარმოს კახეთში, გურიასა და თბილისში. 30-ზე მეტი დასახელების ღვინის გარდა, „ა. ძ.“ აწარმოებს ბრენდს, ჭაჭას და სხვა პროდუქციას. მის მფლობელობაში არსებული ვენახები დაახლოებით 400 ჰა-ს მოიცავს, სადაც გაშენებულია 15-ზე მეტი უნიკალური, ენდემური ვაზის ჯიში.
კომპანიის პროდუქცია ექსპორტზე გადის მსოფლიოს 15-ზე მეტ ქვეყანაში.