ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი

ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრი (სააქციო საზოგადოება "რ ე ა"), მთავარი სადიაგნოსტიკო, სამკურნალო, პროფილაქტიკური, მეთოდური და ორგანიზაციული დაწესებულება ავადმყოფ ბავშვთა რეაბილიტაციის დარგში.

დაარსდა 1980 მედ. მეცნ. კანდ. თ ჟორჟოლაძის თაოსნობით, რ-იც ცენტრს დაარსებიდანვე ხელმძღვანელობდა( 1980–94), 1994-იდან ხელმძღვანელობს ნ. ჟორჟოლაძე. ცენტრში ტარდება ბავშვთა ორთოპედიული, ფსიქო-ნევრული და სომატურ დაავადებათა თითქმის ყველა ძირითადი სახის რეაბილიტაცია, რაც გულისხმობს როგორც სადიაგნოსტიკო და სამკურნალო, ისე პრევენციული ღონისძიებების გატარებას; პედაგოგიური რეაბილიტაცია აერთიანებს ლოგოპედ-დეფექტოლოგიურ, სამკურნ.-პედ. და ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის სამსახურს; სოც. რეაბილიტაციას. ცენტრის სამეცნ. კვლევის ძირითადი მიმართულებებია: კარდიო-რესპირატორული სისტემის ჰიპერრეაქტიულობის გამოკვლევა; ჩონჩხის დისპლაზიური დაავდებები – სქოლიოზური დაავადება, ტერფმრუდობა, ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა; ბავშვთა ნევროლოგიური დაავადებების ფარმაკოთერაპიის ახალი მიმართულებები;პედაგოგიკა და შრომათერაპია, როგორც სოც. რეაბილიტაციის საშუალებები. მიმდინარეობს უახლესი დიაგნოსტიკური და სარეაბილიტაციო ტექნოლოგიების დამუშავება და დანერგვა. ხორციელდებოდა ყოველი ნოზოლოგიის სპეციალიზებული სარეაბილიტაციო ღონისძიებები, რაც გულისხმობს ავადმყოფი ბავშვის ფიზ. და გონებრივი შრომისუნარიანობის აღდგენას. ცენტრის დიაგნოსტიკურ და პედიატრიულ განყ-ბებში შექმნილია პირველი ქართულენოვანი კომპიუტერული სპიროგრაფი, დამუშავებულია გულის რიტმის სპექტრული ანალიზის კომპიუტერული სისტემა; ბავშვთა ცერებრული დამბლის და ფსიქომოტორული დარღვევების სადიაგნოსტიკო და სარეაბილიტაციო კომპიუტერული კომპლექსი.