დიღმისხევი

დიღმისხევი, ისტორიულ-გეოგრაფიული რეგიონი, ადმ.-ტერ. ერთეული შუა საუკ. აღმ. საქართველოში. ცენტრი – დიღომი.

მოიცავდა დიღმის ტერიტორიას და უკიდურეს სამხრ.-დას. მხარეს. დ. ხ-ში ინტენსიურად იყო განვითარებული სოფლის მეურნეობა, კერძოდ, მევენახეობა. ხევის ქვედა ნაწილი – დიღმის ველი – მეფეთა სანადირო ადგილი იყო. იყენებდნენ საძოვრადაც.

დ. ხ-ის მიწებზე სახლობდნენ სამეფო კარის, საეკლ. და სათავადო გლეხები. სამხრ.-დას. მხრიდან თბილისს მომდგარ მტერს ჩვეულებრივ დ. ხ-ის მიდამოებში უხდებოდა დაბანაკება.

IX–XI სს-ში დ. ხ. თბილისის საამიროს ნაწილი იყო. ამ ტერიტორიაზე მიკვლეულია მრავალი არქეოლ. ძეგლი (იხ. აგრეთვე სტ. დიღმის ხეობის არქეოლოგიური ძეგლები.

დ. მუსხელიშვილი