ბზიანი, ბზის ფორმაცია (კორომის ტიპი). საქართველოში შექმნილია კოლხური ბზით. ბალახოვანი საფრის მიხედვით ბ. სხვადასხვა ტიპისაა: ძმერხლიანი (Ruscus hypophyllum-ით), ნაირბალახიანი, ისლიან-ნაირბალახიანი, მარცვლოვან-ნაირბალახიანი და სხვ. განვითარებულია ძირითადად კარბონატულ ნიადაგებზე.
ამჟამად საქართველოში ბზის კორომებს მცირე ფართობი უკავია. ძირითადი მასივები შემორჩენილია უმთავრესად აფხაზეთში (მდ. ბზიფის ხეობასა და ტყვარჩელის მახლობლად) და დას. საქართველოს სხვა ადგილებში.
მ. სახოკია