ბიბა

ბიბა, უძველესი ქართული (სვანური) ხალხური ფერხული; ცეკვა სახუმარო ხასიათისაა.

ფერხულში მონაწილეობენ როგორც მამაკაცები, ისე ქალებიც. სრულდება ორპირული სამხმიანი სიმღერის თანხლებით. მუს. ზომა 4/4.

ა. თათარაძე