ბიბერშტაინი ფრიდრიხ ავგუსტ მარშალ ფონ

ბიბერშტაინი (Bieberstein) ფრიდრიხ ავგუსტ მარშალ ფონ (10. VIII. 1768, შტუტგარტი, – 28. VI. 1826, მერეფი, ხარკოვთან ახლოს), გერმანელი ბოტანიკოსი და ზოოლოგი. 1789 დაამთავრა შტუტგარტის კადეტთა კორპუსი. 1793 რუსეთის სამხ. სამსახურში შევიდა. მონაწილეობდა რუს. ხელისუფალთა მიერ მოწყობილ ექსპედიციებში. ოთხჯერ მოიარა კავკასია, კერძოდ, საქართველო.

1800 გერმ. ენაზე გამოსცა ნაშრომი, რ-შიც გადმოსცა კავკ. ჩრდ. და სამხრ. მთიანეთის კვლევის შედეგები. აქვს ცნობები საქართველოს შესახებ.

თხზ.: Beschreibung der Länder zwischen den Flüssen Terek und Kur am Caspischen Meer, Fr./M., 1800.

ლიტ.: П о л и е в к т о в  М. А., Европейские путешественники XIII–XVIII вв. По Кавказу, Тфл., 1935, с. 146–148.