ბიბილაშვილი ნოდარ შალვას ძე (2. XII. 1930, სოფ. მეჯვრისხევი, გორის მუნიციპალიტეტი, – 2. XI. 1985, თბილისი), გეოფიზიკოსი. ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1962). 1954 დაამთავრა თსუ ფიზ. ფაკ-ტი. 1954–66 და 1969–80 მუშაობდა სსრკ ჰიდრომეტეოროლ. და გარემოს კონტროლის სახელმწ. კომიტეტის მაღალმთიან გეოფიზ. ინ-ტში (1970–77 – ლაბორ. გამგე, 1977–80 – დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში); 1966–69 – იმავე კომიტეტის ამიერკავკ. რეგიონული სამეცნ.-კვლ. ინ-ტის (ახლანდ. ჰიდრომეტეოროლოგიის ინ-ტი) სექტორის გამგე, 1980-იდან – დირექტორის მოადგილე სამეცნ. დარგში.
ბ-ის სამეცნ. შრომები ძირითადად ეხება ღრუბლების ფიზ. და სეტყვაზე აქტ. ზემოქმედების საკითხებს. სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტებისა და ჭურვების გამოყენებით სეტყვასთან ბრძოლის მეთოდისა და საშუალებების დამუშავებისა და დანერგვისათვის მეცნიერთა და კონსტრუქტორთა ჯგუფთან ერთად მიენიჭა სსრკ სახელმწ. პრემია (1969).
თხზ.: Образование осадков и воздействие на градовые процессы (თანაავტ.: В. Ф. Лапчева и Г. К. Сулаквелидзе), Л., 1965.
ვ. ჯავრიშვილი