ბიგა

ბიგა (Sorex), ძუძუმწოვარი ცხოველების გვარი მწერიჭამიასნაირთა რიგისა.

გავრცელებული არიან ევროპის, აზიის აფრ., ჩრდ. და სამხრ. ამერიკის სხვადასხვა ლანდშაფტში. საქართველოში გვხვდება 3 სახეობა: ჩვეულებრივი ბ. (Sorex araneus), რ-იც აერთიანებს რიგ ქვესახეობებს, მ. შ. საქართველოში მობინადრე – კავკასიურ ბ-ს (s. a. satunini), რადეს ბ. (S. raddei) და მცირე ბ. (s. minutus), რ-ის 2 ქვესახეობიდან საქართველოში გავრცელებულია ერთი – კავკასიური მცირე ბ. (S. m. volnuchini).

ბ-ები ბინადრობენ ტყეში, მინდორში, ველზე; რადეს ბ. ზოგჯერ ეზოებსა და სახლებშიც გვხვდება. საკუთარ სოროს არ თხრიან – სარგებლობენ მღრღნელების სოროებით ან ფესვებს ქვეშ არსებული ღრმულებით. იკვებებიან მწერებით, მათი მატლებით, ჭიებით, ლოკოკინებით, რითაც დიდი სარგებლობა მოაქვთ სოფლის მეურნეობისათვის.

ვ. ფიცხელაური