ბიგანიშვილი გურამ სარდიონის ძე (დ. 19. V. 1950, თბილისი), სპორტსმენი (აფროსნობა, „ვარსკვლავის“ კლასი). 1984 მიენიჭა სსრკ სპორტის დამს. ოსტატის წოდება. სსრკ ორგზის (1982, 1984) და ევრ. (1984) ჩემპიონი. სსრკ თასის ოთხგზის (1983, 1984, 1985, 1986) მფლობელი. სსრკ ნაკრები გუნდის წევრი 1977–90. 1991-იდან მუშაობს აფროსნობის ინსტრუქტორად.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ნ. გუგუშვილი