Twitter
Facebook
Whatsapp
ბიდარის ხეობა, ბაიდარა, ხეობა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ჯვრის უღელტეხილის ჩრდ. კალთაზე. იწყება 2370 მ სიმაღლეზე. ხეობა შუა ნაწილში ვიწროა და ძლიერ დაქანებული. გამოზიდვის კონუსით შეჭრილია მდ. თერგის ხეობაში (ზ. დ. 1962 მ-ზე) სოფ. კობთან.