დიცი

დიცი, სოფელი გორის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის მხარე), ტირიფონის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის ჩრდ. ნაწილი), მდ. პატარა ლიახვის (ლიახვის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: დ., არბო, ქორდი). ზ. დ. 880 მ, გორიდან 27 კმ, ცხინვალიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 7 კმ. 1,3 ათ. მცხ. (2002).

დ. იხსენიება ვახუშტი ბატონიშვილის (XVIII ს.) იმ სოფლების სიაში, რ-თა სავარგულები მდ. პატარა ლიახვით ირწყვება. სოფლის განაპირას დგას გვიანდ. ფეოდ. ხანის ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესია.

ჯ. გვასალია