ბაქრაძე უჩა სერგოს ძე (4. IV. 1913, ონი, ‒ 22. XII. 1991, თბილისი), არქიტექტორი. საქართვ. დამს. ინჟინერი (1961).
დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტი (1946). მუშაობდა მშენებლობებზე და საპროექტო ორგანიზაციებში, სოხუმის მთავარ არქიტექტორად, აფხ. მინისტრთა საბჭოსთან არსებული არქიტექტურის საქმეთა სამმართველოს უფროსად (1945–51), თბილ. ოლქის არქიტექტურის საქმეთა სამმართველოს უფროსად (1952–53), თბილ. მთავარი არქიტექტორის მოადგილედ (1960–71), საქართვ. სასოფლო მშენებლობის სამინისტროს ტრესტის „ორგტექმშენის“ მმართველად (1971–72), საპროექტო ინ-ტის „საქკოლმეურნპროექტის“ დირექტორად (1972–73), საქართვ. კულტ. სამინისტროს კულტურის ძეგლთა დაცვისა და სახვითი ხელოვნ. სამმართველოს უფროსად (1974–78) და სხვ. ნამუშევრები: ახალციხის რკინიგზის ვაგზალი (1946), საცხოვრ. სახლები სოხუმში (1947–49), აგარაკები კელასურში (1950) და სხვ.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
ს. კინწურაშვილი
მ. მაისურაძე