ბაქრაძე-დედაბრიშვილი (ფსევდ. დედაბერი) მარიამ სიმონის ასული (1869, თბილისი, ‒ 1942, იქვე), პედიატრი. საქართვ. დამს. ექიმი (1941). შ. არაგვისპირელის მეუღლე.
1897 დაამთავრა პარიზის უნ-ტის სამედ. ფაკ-ტი. 1898 მედ. დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად პარიზში დაიცვა დისერტაცია თემაზე „საბავშვო დამბლების შედეგად განვითარებული მრუდე ტერფის ქირურგიული მკურნალობა“. 2 წლის მანძილზე მუშაობდა პარიზის ბავშვთა სნეულებების კლინიკებში, შემდეგ ‒ პასტერის სადგურში.
1901-იდან მუშაობდა თბილისში ქალაქის I საავადმყოფოში. 1908–38 იყო ამ საავადმყოფოს ინფექციური განყ-ბის, ხოლო 1938-იდან ‒ ქალაქის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს გამგე.
თხზ.: К вопросу о вакцинации против скарлатины, Тфл., 1907.