ბაღაშვილი შოთა არონის ძე (დ. 29. I. 1918, თელავი), არქიტექტორი. საქართვ. დამს. არქიტექტორი (1966).
II მსოფლიო ომის მონაწილე. დაამთავრა საქართვ. ინდუსტრიული ინ-ტი (1941). მუშაობდა მშენებლობებზე და საპროექტო ორგანიზაციებში [„ქალაქმშენსახპროექტი“ (1967 – 69), თბილ. ტიპობრივი და ექსპერ. დაპროექტების ზონალური სამეცნ.-კვლ.ინ-ტი (1972-იდან) და სხვ.], ქ. რუსთავის მთავარ არქიტექტორად (1950 – 66), საქართვ. მშენებლობის სახელმწ. კომიტეტის სასოფლო მშენებლობის განყ-ბის უფროსად (1970 – 71) და სხვ. ნამუშევრები: რუსთავში ‒ რუსთავის დეტალური დაგეგმარების პროექტი (1972; ლ. გოცაძესთან, დ. მელიქიშვილთან, ლ. სუმბაძესთან, ვ. ფაფერაშვილთან, თ. წერეთელთან ერთად), კულტ. და დასვენების პარკის დაგეგმარებისა და განაშენიანების პროექტი (1951; გ. გოგავასთან ერთად), ინდივიდ. მშენებლობის საცხოვრებელი სახლების პროექტების სერია (1955), მუს. სკოლა (1958; ლ. ჰაჯიბეილთან ერთად) და სხვ.
მიღებული აქვს სახელმწ., მ. შ. საბრძოლო ჯილდოები.
თხზ.: 1954 (თანაავტ.: ლ. სუმბაძე, ლ. კულაგა). Рустави. Альбом‒монография. М., 1954 (თანაავტ.: ლ. სუმბაძე, ლ. კულაგა).
ს. კინწურაშვილი
მ. მაისურაძე