ბაღდადური, გროტესკული ხასიათის ქართული ქალაქური ხალხური ცეკვა.
აღმოცენდა XIX ს. II ნახევარში ხალხ. საგაზაფხულო დღესასწაულზე ‒ ყეენობაზე. ბ-ს საფუძვლად დაედო ძველებური ქართ. გლეხური ცეკვა ბუქნა, ხტომითი მოძრაობები, პანტომიმის ელემენტები. სრულდება საშუალო ტემპით, ბაღდადით (ჭრელი ხელსახოცით) ხელში. ბ-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეატრალიზებული დადგმაა „ძველი თბილისის სურათები“ (ქორეოგრაფი ი. ბაგრატიონი).
ბ. გამოიყენა კომპოზიტორმა ვ. დოლიძემ ოპერაში „ქეთო და კოტე“. სრულდება დუდუკისა და არღნის თანხლებით. მუს. ზომა 6/8. იხ. აგრეთვე ყარაჩოხლური და კინტოური.
ლიტ.: გ ვ ა რ ა მ ა ძ ე ლ., ქართული ხალხური ქორეოგრაფია, თბ., 1957.
ლ. გვარამაძე