ბაღმარანი

ბაღმარანი, სოფელი გულრიფშის მუნიციპალიტეტში (აფხაზეთის არ), მდ. კელასურის მარცხ. ნაპირზე. თემის ცენტრი (სოფლები: ბ., ალექსანდროვკა, პოლტავა-ალექსანდროვსკოე). ზ. დ. 80 მ, გულრიფშიდან 15 კმ.

ბ-ში შემონახულია შუა საუკ. სამონასტრო კომპლექსი: 2 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების სამეურნეო ნაგებობანი. კომპლექსს გარს არტყია გალავანი.

ბ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.