ბაღნარის ჰიდროელექტროსადგური (ბაღნარჰესი), ბ. ჰ-ის მშენებლობა დაიწყო 1974 კურორტ გაგრის ახლოს, მდ. ნაკადულზე.
ბ. ჰ. მაღალი დაწნევის დერივაციული ტიპის ჰესია. კაშხალის სიგრძეა 15 მ, სიმაღლე ‒ 3,7 მ. სადგური შედგება სათავო ნაგებობისაგან, უდაწნეო გვირაბისაგან (სიგრძე ‒ 1548 მ), სადაწნეო მილგამტარისა და ელექტროსადგურისაგან. ჰესის დაწნევა 190 მ-ია, სიმძლავრე ‒ 1600 კვტ; ელექტროსადგურში ორი ჰიდროაგრეგატია. დადგმული სიმძლავრის გამოყენების კოეფიციენტი 0,79 საშ. წლ. გამომუშავება ‒ 11 მლნ. კვტ-სთ.
ამჟამად ჰესი მდებარეობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
ი. ჯიქია