ბაღსარაშვილი ქაიხოსრო

ბაღსარაშვილი ქაიხოსრო (XVII ს. II ნახ.), ანანურის დიდი ტაძრის (1689) მშენებლობის ხელმძღვანელი (სარქარი).

ტაძარი აშენდა არაგვის ერისთვის შვილის ბარძიმ მდივანბეგის ბრძანებით (იხ. ანანურის ციხე). სამხრ. კედლის წარწერაში ქაიხოსრო თავის თავს ბარძიმის „წინამდგომელსა“ და „ბოქაულთუხუცესს“ უწოდებს. ბარძიმმა, ‒ ნათქვამია წარწერაში, ‒ „დამადგინა წმინდას ამას მონასტერსა ზედან სარქრადა, უწყის ღმერთმან, რაც შეძლება მქონდა, დღივ და ღამ მოუსვენებლად ვშვებოდი, არ ვეც ძილი თვალთა ჩემთა, ვიდრემდის განასრულებდენ მონასტერსა მასო“.

ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე  ვ., ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967.