ბორის ძნელაძის მწვერვალი, მწვერვალი სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის განშტოება შანის (შავანის) ქედზე. ადრე სამხრეთი შანი ეწოდებოდა, ხოლო 1938, როცა მწვერვალზე პირველად ავიდნენ ქართველი მთამსვლელები (ხელმძღვ. კ. ჯავრიშვილი), ბ. ძნელაძის სახელი უწოდეს. XX ს. 90-იან წლებში სახელი გადაერქვა და შავნაბადა დაერქვა.