ბაში

ბაში, სოფელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კორცხელის თემში (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი), მდ. ჩხოუშის (ჯუმის მარჯვ. შენაკადი) მარცხ. ნაპირას. ზ. დ. 240 მ, ზუგდიდიდან 7,5 კმ. 533 მცხ. (2014).

ბ. ისტ. წყაროებში პირველად მოხსენიებულია 1642. შემორჩენილია გვიანდ. შუა საუკ. კოშკის ნანგრევები.