ბაძოშვილი ნატალია გიორგის ასული (12. VII. 1912, თელავი, ‒ 30.VIII. 2006, თბილისი), ექიმ-სტომატოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1976), პროფესორი (1978), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1987).
1932 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1938–53 მუშაობდა თბილ. სტომატოლოგიური ინ-ტის ქირურგ. სტომატოლოგიის კათედრაზე. II მსოფლიო ომის დროს იყო თბილ. ერთ-ერთი ჰოსპიტლის ყბა-სახის ქირურგ. განყ-ბის გამგე. 1953-იდან მუშაობდა ექიმთა დახელოვნების თბილ. სახელმწ. ინ-ტის სტომატოლოგიის კათედრაზე: 1978–81 განაგებდა კათედრას, 1981-იდან იყო კათედრის პროფესორი.
1965–78 იყო რესპ. მთავარი სტომატოლოგი. 1974–90 სტომატოლოგთა რესპ. სამეცნ. საზ-ბის თავ-რე. ბ. შეისწავლიდა პირსახისა და პირის ღრუს ორგანოების პათოლოგიას, ყბა-სახის მიდამოს ტრავმატოლოგიის საკითხებს, ლაზერის სხივების გამოყენებას ქირურგ. სტომატოლოგიაში; მუშაობდა პირისახის თანდაყოლილი და შეძენილი დეფექტების პლასტ. ოპერაციებზე. დანერგა კონტრასტული სიალოგრაფიის მეთოდი, ქვედაყბის მოტეხილობის კომპრესიული ოსტეოსინთეზი მის მიერვე შემუშავებული აპარატით.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: Применение компрессионного остеосинтеза при лечении переломов нижней челюсти, Материалы II респ. Научн. Конференции стоматологов ГССР, Тб., 1975; Применение гелий-неонового лазера в комплексном лечении воспалительных процессов челюстно-лицевой области, III респ. Научн. Конференция стоматологов ГССР о Тезисы докл., Тб., 1984.