ბახალათი

ბახალათი, საეპისკოპოსო ცენტრი ადრინდელი ფეოდალური ხანის ჰერეთში.

იხსენიება სომხ. „ეპისტოლეთა წიგნში“ VII ს. დასაწყისიდან. სამეცნ. ლიტ-რაში მიღებული შეხედულებით, ბ. უნდა იყოს თანამედროვე აზერბ. რესპ. ზაქათალის რ-ნის პუნქტი ბახთალა, რ-იც მდებარეობს გვიანდ. ფეოდ. ხანის კახეთის ქალაქ ძეგამის (ბაზრის) ტერიტორიაზე.

ბახთალაში შემორჩენილია XVI ს. ღვთისმშობლის ეკლესია.

ლიტ.: პ ა პ უ ა შ ვ ი ლ ი  თ., ჰერეთის ისტორიის საკითხები, თბ., 1970.

თ. პაპუაშვილი