ბახვისწყალი

ბახვისწყალი, მდინარე დას. საქართველოში, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სუფსის მარცხ. შენაკადი (ერთვის სოფ. ნაგომართან). სიგრძე 42 კმ. აუზის ფართ. 156 კმ². სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდ.-დას. კალთაზე, 2585 მ სიმაღლეზე. ჩამოუდის კურორტ ბახმაროს. ერთვის 90-ზე მეტი პატარა შენაკადი. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე (უდიდესი დონე და ხარჯი მაისში), წყალმცირეა ზაფხულის ბოლოსა და შემოდგომის დასაწყისში (უმცირესი დონე და ხარჯი აგვ-ში). საშ. წლ. ხარჯი 6,18 მ³/წმ.

ი. აფხაზავა