ბახტაძე ამირან არჩილის ძე (25. IX. 1938, თბილისი ‒2014, იქვე), არქიტექტორი.
დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1963). მუშაობდა „საქქალაქმშენსახპროექტში“ (1963 – 76), „საქკვებმშენსახპროექტში“ (1981 – 83; ინ-ტის მთავარი არქიტექტორი) და სხვ. საქართვ. არქიტექტორთა კავშირის გამგეობის თავ-რის მოადგილე (1974 – 80, 1988), 1990-იდან შემოქმედებითი გაერთიანების „საქარქიტ ფონდის“ დირექტორია.
ძრითადი ნამუშევრები: ტურისტული სასტუმრო ფასანაურში (1968; დ. კარსანიძესთან, დ. ცხაკაიასთან ერთად), თვალის სნეულებათა კლინიკური საავადმყოფო თბილისში (1980), სარეაბილიტაციო ცენტრი გაგრაში (1985; მ. ლაითაძესთან, ზ. მამალაძესთან, ვ. მიქელაძესთან, გ. ჭიაურელთან ერთად), საბავშვო ბაგა-ბაღი მ. ლერმონტოვის ქუჩაზე თბილისში (1988) და სხვ.
ს. კინწურაშვილი