ბახტაძე ვალერი ვლადიმერის ძე

ბახტაძე ვალერი ვლადიმერის ძე (დ. 16, III. 1943, ხონი), არქიტექტორი.

დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1966), 1966-იდან მუშაობს „თბილქალაქპროექტში“ (1977-იდან პროექტის მთავარი არქიტექტორი).

ძირითადი ობიექტები: თბილისში ‒ ადმ. შენობა კრწანისის რ-ნში (1970; გ. მეტრეველთან, შ. ყავლაშვილთან ერთად), მდ. მტკვრის მარცხ. სანაპიროზე, მეტეხის პლატოს ქვეშ გვირაბის პორტალები და ესტაკადა (1973 რ. კიკნაძესთან, შ. ყავლაშვილთან ერთად, ინჟ. მ. ქებულაძე), ბაიკალ-ამურის რკინიგზის მაგისტრალზე დაბა ნიას დაგეგმარება და განაშენიანება (1970 – 80-იანი წწ.; ლ. ბოკერიასთან, ვ. ქურთიშვილთან ერთად; სსრკ მინისტრთა საბჭოს პრემია, 1983, ავტორთა, მშენებელთა, ორგანიზატორთა ჯგუფთან ერთად), თბილისში ‒ მეტროპოლიტენის სადგური „ვარკეთილი“ (1986), ბავშვთა პოლიკლინიკა მთაწმინდის რ-ნში (1992; ორივე ა. სურვილაძესთან ერთად) და სხვ.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯიდლოები.

ს. კინწურაშვილი