ბახტაძე ვალერიან საბას ძე

ბახტაძე ვალერიან საბას ძე (4. VIII. 1905, ქუთაისი, ‒ 21. VII. 1974, თბილისი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1963), პროფესორი (1964), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967).

1928 დაამთავრა თსუ-ის სოც.-ეკონ. ფაკ-ტი. ამავე წლიდან ეწეოდა მეცნ. და პედ. მოღვაწეობას. მუშაობდა თსუ-ში ეკონ. ფაკ-ტის პოლიტეკონომიის, შემდეგ სახალხო მეურნეობისა და ეკონ. მოძღვრებათა ისტორიის კათედრაზე.

მისი კვლევის სფერო იყო მსოფლიოს ქვეყნების ეკონ. ისტორია, საქართვ. სახალხო მეურნეობისა და ქართ. საზ.-ეკონ. აზრის ისტორია.

თხზ.: ნიკო ნიკოლაძის სოციალურ-ეკონომიკური შეხედულებანი, თბ., 1958; სახელმწიფო-მონოპოლისტური კაპიტალიზმი, თბ., 1961; Очерки по истории грузинской общественно-экономической мысли (60 – 90-ые годы XIX столетия), Тб., 1960.

ჯ. კახნიაშვილი