ბახტაძე იოსებ გიორგის ძე (დ. 2. IV. 1929, სოფ. დიდი კუხი, ხონის რ-ნი), ფერმწერი. საქართვ. დამს. მხატვარი (1986).
დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1955), იქვე ეწეოდა პედ. საქმიანობას (პროფესორი 1975-იდან). მუშაობდა მსუბუქი მრწევ. ნაწარმის მხატვრულ-კომპლ. გაფორმების დარგში.
მონაწილეობდა ქ-ების [თბილისის (1970), სანქტ-პეტერბურგის (1976) და ნოვოროსიისკის (1972)] მხატვრულ-კომპლ., აგრეთვე საქართვ. მეცნ. აკად. პრეზიდიუმის შენობის ინტერიერის გაფორმებაში.
ბ-ის ფერწერული ნამუშევრები ინახება საქართვ. ხელოვნ. მუზეუმში, ქუთაისის, თერჯოლისა და სხვა ქალაქების სამხატვრო გალერეებსა და მუზეუმებში.