ბახტურიძე პეტრე ბესარიონის ძე (7. VIII. 1900, ქუთაისი, ‒ 17. X. 1962, თბილისი), მწერალი კრიტიკოსი, მთარგმნელი.
დაამთავრა ქუთ. ქართ. გიმნაზია (1919), სწავლობდა თსუ-ის სიბრძნისმეტყველების ფაკ-ტზე, დაამთავრა ქუთ. პედ. ტექნიკუმი (1921). პირველი რეცენზია 1917 გამოაქვენა ქუთაისში. 1928–44 მუშაობდა ქუთ. საქალაქო გაზეთის რედაქციაში; 1932–33 აქვე რედაქტორობდა ლიტ. გაზ. „საბჭოთა მწერალს“, იყო ლ. მესხიშვილის სახ. სახელმწ. თეატრის სამხატვრო საბჭოს წევრი. 1944–50 ‒ გაზ. „კომუნისტის“ განყ-ბის გამგე თბილისში, 1950–55 მუშაობდა ჟურნ. „მნათობში“.
1955-იდან გარდაცვალებამდე იყო საქართვ. სახელმწ. ფილარმონიის ლიტ. ნაწილის გამგე. ბ-ს ეკუთვნის წერილები კლასიკური და თანამედროვე ლიტ-რისა და ხელოვნ. საკითხებზე, აგრეთვე წერილების სერია „ხალხთა ძმობის თემა ქართულ საბჭოთა მწერლობაში“. მისი წიგნებად გამოცემული ნაშრომებიდან აღსანიშნავია „კრიტიკული წერილები“ (1959), „საქართველოს ფილარმონია“ (1962);
თარგმნა ა. ჩეხოვის, მ. შოლოხოვის, ი. ერენბურგის, ვ. ვასილევსკაიას, ნ. ტიხონოვის ნაწარმოებები.