ბახუტაშვილი ვლადიმერ ივანეს ძე (23. III. 1931, თბილისი, ‒15. VI. 2005, იქვე), ვირუსოლოგი. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1983). მედ. მეცნ. დოქტორი (1968), პროფესორი (1969). საქართვ. სამედიცინო და სამედ.-ბიოლ. მეცნ. აკადემიების წევრი (1994).
1955 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1963-იდან დაიწყო სამეცნ.-პედ. მუშაობა ამავე ინ-ტში და საქართვ. მეცნ. აკადემიაში. 1980 – 91 იყო აკად. ა. ნათიშვილის სახ. ექსპერ. მორფოლოგიის ინ-ტის დირექტორის მოადგილე, 1991-იდან ‒ მის მიერვე ორგანიზებული სამედ. ბიოტექნოლოგიის ინ-ტის დირექტორი.
ბ. იკვლევდა ვირუსული ინფექციების პათოგენეზისა და იმუნიტეტის საკითხებს. დაადგინა შიგელების უჯრედშიდა პარაზიტიზმი და ვირუსული ინფექციების მნიშვნელობა დიზენტერიის პათოგენეზში. გამოიკვლია ინფექციური პროცესის მოდელი უჯრედულ და ორგანოს კულტურებში (1985). ბ-ის ხელმძღვანელობით შექმნილია ახ. სამედ. პრეპარატი „პლაფერონი“, რ-საც იყენებენ ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: ტოქსოპლაზმოზი, თბ., 1962; ექსპერიმენტული გრიპოზული ინფექციის მკურნალობა იმუნოდეპრესიის პირობებში, თბ., 1986; Иммунодепрессия и вирусные инфекции, Тб., 1981 (თანაავტ.: Б. Н. Корсантия, М. Г. Тохадзе); Перинатальные вирусные инфекции и интерферон, Тб., 1983 (თანაავტ. Б. Н. Корсантия).