ბახფანდაგი

ბახფანდაგი, მთა ჯავის მუნიციპალიტეტში, კავკასიონის მთავარ ქედზე, მდ. ჯომაღისწყლის (ლიახვის მარჯვ. შენაკადი) სათავეში. სიმაღლე 3037 მ. აგებულია იურული მერგელოვანი თიხაფიქლებით. შემოსილია სუბალპ. და ალპ. ბალახეულობით.