ბახჩალარი, ბაღჩალარი, სოფელი დმანისის მუნიციპალიტეტის იფნარის თემში (ქვემო ქართლის რეგიონი), მდ. გეტისწყლის (მაშავრის აუზი) სათავეში. ზ. დ. 1180 მ, დმანისიდან 22 კმ. 70 მცხ. (2014).
ბ-ში იდგა ქართ. ხუროთმოძღვრების ძეგლი ‒ XI ს. დიდი და კარგად ნაშენი ეკლესია, რ-ისგანაც მხოლოდ ფრაგმენტებია გადარჩენილი. კარის არქიტრავის შუაზე გაპობილ ქვაზე 1018 ამოკვეთილ წარწერაში მოხსენიებულია ეკლესიის ამშენებელი „ცოდვილი მიქელი“.
ლიტ.: მ ე ფ ი ს ა შ ვ ი ლ ი რ., კიდევ ერთხელ ბოლნისისა და დმანისის ძეგლების შესახებ, «ძეგლის მეგობარი», 1971, № 26.