ბაჯაძე იოსებ სერაპიონის ძე (8. I. 1908, სოფ. გორა, ახლანდ. ვანის მუნიციპალიტეტი, ‒ 10. VI. 1960, თბილისი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1959), პროფესორი (1959).
1930 დაამთავრა თსუ-ის სოც.-ეკონ. ფაკ-ტი. 1931 – 33 იყო საკავშ. სას.-სამ. მეცნ. აკად. ასპირანტი. მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ თსუ-ში კითხულობდა ლექციებს ეკონ. პოლიტიკისა და მეურნეობის თეორიაში. საქართვ. მეცნ. აკად. ეკონ. ინ-ტის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ინიციატორი, ჟურნ. „საქართველოს ბოლშევიკის“ პასუხისმგებელი მდივანი (1935 –37);
იყო საქართვ. სას.-სამ. ინ-ტის დირექტორის მოადგილე (1935–36); ამიერკავკ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორი (თბილ., 1936–37); საქართვ. მეცნ. აკად. ეკონ. და სამართლის ინ-ტის მრეწვ. ეკონ. განყ-ბის გამგე (1944 – 55); თსუ-ის პოლიტ.ეკონ. კათედრის გამგე, ფაკ-ტის დეკანი (1950 – 55). მნიშვნელოვანი ნაშრომები აქვს პოლიტ.ეკონომიაში, აგრ. ურთიერთობების საკითხებზე.
თხზ.: პოლიტიკური ეკონომიის საკითხები, თბ., 1941; საქართველოს სსრ მრეწველობის განვითარება 1921 – 1946 წლებში, თბ., 1947; სასოფლო-სამეურნეო შრომის ინდუსტრიული შრომის სახესხვაობად გადაქცევის შესახებ, თბ., 1948; საქართველოს სსრ მეურნეობის დარგობრივი სტრუქტურის განვითარების პერსპექტივების შესახებ, თბ., 1949; სსრ კავშირის ინდუსტრიისა და სოფლის მეურნეობის ურთიერთობა, თბ., 1958.
გ. ადეიშვილი