ბებერასოკო

ბებერასოკო (Leccinum ćrocipodius), ქუდიანი სოკო ბოლეტუსისებრთა ოჯახისა.

ქუდის დიამეტრი 15 სმ აღწევს, ბალიშისებრია, აქვს მოყვითალო ან მუქი ყავისფერი დახეთქილი ზედაპირი, ქვედა მხარეს ‒ მოყვითალო, წვრილნასვრეტებიანი, მილების შრე; ფეხი სწორია, წახნაგოვანი, მოყვითალო, დაფარულია მუქი წერტილისებრი წვრილი ქერცლებით, რბილობი ყვითელია, ჰაერზე სწრაფად მუქდება.

იზრდება ყველგან ფოთლოვან ტყეში, განსაკუთრებით წიფლნარებში ზაფხულ-შემოდგომით. საჭმელად იხმარება. ხალხი შეცდომით ხშირად ბოლეტუსისებრთა სხვა წარმომადგენლებსაც ბ-ს ეძახის.

ი. ნახუცრიშვილი