ბებესირი

ბებესირი, ტბათა ჯგუფი გალის მუნიციპალიტეტში, სამურზაყანოს დაბლობზე, მდ. ოქუმის აუზში.

დიდი ბ. და ბ. მდებარეობს ოქუმის მარჯვ. მხარეს, პატარა ბ. ‒ მარცხ. მხარეს. ტბები წარმოიშვა სანაპირო დიუნებით მდ-ების შეგუბების შედეგად. დიდი ბ-ის ზედაპირის ფართ. 0,61 კმ², მაქს. სიღრმე 4,5 მ; ბ-ისა, შესაბამისად ‒ 0,14 კმ², 4,6 მ; პატარა ბ-ისა ‒ 0,1 კმ² , 1,7 მ.

ტბები საზრდოობენ წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. ზედაპირის დიდი ნაწილი დაფარულია წყალმცენარეებით. მდიდარია თევზით (ქარიყლაპია, კობრი, ლოქო, კაპარჭინა და სხვ.).

ი. აფხაზავა