ბეჟანიშვილი როსტომ ტიტიკოს ძე (1. VI. 1931, სოფ. ზემო მაჩხაანი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, ), მწერალი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1973), პროფესორი (1978).
1954 დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი. 1957 – 61 გამომცემლობა „საბჭოთა საქართველოში“ მუშაობდა რედაქტორად. 1965–70 გორის პედ. ინ-ტში კითხულობდა ქართ. ლიტ-რის ისტ. კურსს. 1970-იდან იყო თბილ. სამხატვრო აკად. პროფესორი,
პირველი მოთხრ. „ოსტატი“ გამოაქვეყნა 1951; ეკუთვნის რომანები: „სამამულე რქა“ (1959), „ჩვენი უკანასკნელი თამაში“ (1963), „შურისგების კალო“ (1968), „მშვიდობა სახლსა ამას“ (1984), „ჰერცოგის ნადიმი“ (1991); მოთხრობების კრებულები: „გულაღმა მოთიბულ ბალახზე“ (1961), „სამასი არაგველი“ (1971), „უკანასკნელი გადასარბენი“ (1973), „ლილოჭრელი“ (1977), „ერთტომეული“ (1982), „ზოდიაქოს ნიშანი“ (1991), მონოგრაფია „ნიკო ლორთქიფანიძე“ (1969), წერილების კრებ. „იისფერი თოვლი“ (1977). ცალკე უნდა აღინიშნოს რომანი „სამამულე რქა“, ვრცელ ისტ. ასპარეზზე გაშლილი ფართო სოც.-მხატვრული ტილო, რ-იც მოიცავს მნიშვნელოვან ისტ. მონაკვეთს ‒ ოციანი წლების დასაწყისიდან მეორე მსოფლიო ომის შემდგომ წლებამდე, საინტერესოდაა წარმოჩენილი ეპოქალური კონფლიქტები, დრამატიზმი და დროის კოლორიტი.
ბ-ის ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე.