ბეჟანიძე მიხეილ ბილანის ძე (დ. 5. I. 1931, სოფ. ხუცუბანი, ქობულეთის მუნიციპ-ი), მილიციის გენერალ-მაიორი (1989).
1953 დაამთავრა ქ. ოდესის საკრედიტო-ეკონ. ინ-ტი, 1977 - თსუ-ის იურიდ. ფაკ-ტი. 1953-59 მუშაობდა ქობულეთის სახელმწ. ბანკში, შემდეგ შუახევის სახელმწ. ბანკის მმართველად. 1959 გადაიყვანეს აჭარის შს სამინისტროში, სადაც მუშაობდა სხვადასხვა საპასუხისმგებელო თანამდებობაზე.
1981 მიენიჭა დამს. ჩეკისტის წოდება. 1975-88 იყო აჭარის შს მინისტრის მოადგილე, 1986-91 - მინისტრი.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.