ბეჟან-ხანი, ირანის შაჰის მიერ ერეკლე I-ის მაგივრად კახეთის გამგებლად (ჯანიშინად) დანიშნული მოხელე 1677–83. გამაჰმადიანებული ქართველი (გორჯასპი კახაბრიშვილი).
ეყრდნობოდა აღმ. კახეთის ველებში ჩამოსახლებულ ელებს, ამიტომ თავის რეზიდენციად აქცია ქ. ყარაღაჯი (მდებარეობდა უფადარის ველის დასაწყისში, ახლანდ. დაბა ხირსის მახლობლად), სადაც ააგო სპარს. ყაიდის სასახლე. მანვე ბრძანა, რომ აქვე დასახლებულიყვნენ კახეთის დიდებული ფეოდალები, მაგრამ მათთან თანხმობას ვერ მიაღწია ‒ კახეთის ფეოდალები ნაკლებად ემორჩილებოდნენ. მათ წინააღმდეგ ბ. ფარულ და აშკარა ტერორს (სიკვდილით დასჯა, მოწამვლა და სხვ.) მიმართავდა. ამის საპასუხოდ მის მოსაკლავად მოეწყო შეთქმულება, რ-ის ინიციატორი ქართლის მეფე გიორგი XI იყო. კახეთის მოსახლეობის აშკარად ანტიყიზილბაშური განწყობილების გამო ბ. ყოველმხრივ უწყობდა ხელს ლეკებისა და მომთაბარე ყიზილბაშების ავაზაკურ თავდასხმებს კახეთის მშვიდობიან სოფლებზე. განსაკუთრებით აქეზებდა ტყვეების მომტაცებლებს, რითაც კიდევ უფრო აიმხედრა ადგილ. მოსახლეობის თითქმის ყველა ფენა.
კახეთის თავკაცთა მოთხოვნით ირანის შაჰი იძულებული შეიქნა იგი სხვა ხანით შეეცვალა (1683).
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: ა ს ა თ ი ა ნ ი ნ., კახეთი არჩილ II-ის მეფობის დროს (1664 – 1675), კრ.: საქართველო და აღმოსავლეთი, თბ., 1984.
ნ. ასათიანი