ბეჟიაშვილი ვლადიმერ დავითის ძე (2. VI. 1908, სოფ. ანაგა, ახლანდ. სიღნაღის მუნიციპ-ი,-2. IX. 1970, თბილისი), ფსიქოლოგი, პედაგოგი, საზ. მოღვაწე.
1931 დაამთავრა თსუ-ის ფსიქოლოგია - პედ. ფაკ-ტი და ჩაირიცხა ასპირანტურაში. დ. უზნაძის ხელმძღვანელობით დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ფსიქოლოგიაში და დაიწყო პედ. მოღვაწეობა საქართვ. სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში; კითხულობდა ზოგადი ფსიქოლ., დეფექტოლოგიისა და პედ. ფსიქოლოგიის კურსებს თსუ-ში, თელავის, გორის პედ., თბილ. უცხოურ ენათა პედ. ინ-ტებში, მუშაობდა უფროს მეცნ. თანამშრომლად საქართვ. მეცნ. აკად. დ. უზნაძის სახ. ფსიქოლ. ინ-ტსა და ი. გოგებაშვილის სახ. პედ. მეცნ. ეროვნულ ინ-ტში.
ავტორია ნაშრომებისა პედ. ფსიქოლოგიასა და დეფექტოლოგიაში. აღსანიშნავია მისი ექსპერ. გამოკვლევა დაწყებითი სკოლის მოსწავლეთა ზნეობრივი აღზრდის დარგში.
თხზ.: პედაგოგიკა. დამხმარე სახელმძღვანელო პედაგოგიური ინსტიტუტებისათვის, თბ., 1956 (თანარედ., ეკთვნის თავი: ბავშვისა და მოზარდის განვითარების კანონზომიერებანი); პირველკლასელთა ასაკობრივი თავისებურებანი და მათი გათვალისწინება სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში, თბ., 1960; Вопросы специального обучения и воспитания аномальных детей, წგ.: Развитие, обучение и воспитание аномальных детей в Грузинской ССР, М., 1978.
დ. გურგენიძე