ბერაძე პანტელეიმონ ალექსანდრეს ძე (26. II. 1901, სამტრედია, - 4. I. 1968, თბილისი), ფილოლოგი, ანტიკური ლიტერატურის მკვლევარი, მთარგმნელი. ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1949), პროფესორი (1950), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961).
1927 დაამთავრა თსუ, პარალელურად სწავლობდა შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრთან არსებულ დრამ. სტუდიაში. 1953–68 თსუ-ის კლასიკური ფილოლ. კათედრის გამგე იყო.
ბ-ს ეკუთვნის საყურადღებო ნაშრომი - „ძველი ბერძნული და ქართული ლექსთწყობის საკითხები“ (1969); თარგმანები: ლუკრეციუსის „საგანთა ბუნებისათვის“ (1958), ევრიპიდეს „მედეა“ (1969), ჰომეროსის „ოდისეა“ (1978), ვალერიუს ფლაკუსის „არგონავტიკა“ და სხვ.