ბერაძე სერგო ლეონტის ძე

ბერაძე სერგო ლეონტის ძე (1900, სოფ. პატრიკეთი, ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, ‒ 30. X. 1981, თბილისი), ეკონომისტი, პროფესორი (1935), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961).

1919 აქტ. მონაწილეობა მიიღო მდ. წყალწითელას პირას გამართულ საპირველმაისო მიტინგში, 1920 ესწრებოდა აღმოსავლეთის ხალხთა ყრილობას ბაქოში. 1922 – 26 არჩევით საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა. 1935 დაამთავრა მოსკ. წითელი პროფესურის ინ-ტი და იმავე წლიდან დაიწყო პედ.-მეცნ. მოღვაწეობა თსუ-ში, საქართვ. მეცნ. აკად. ეკონომიკის ინ-ტში და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში.

ბ-ს ეკუთვნის სამეცნ. ნაშრომები პოლიტეკონომიის თეორიისა და ქართ. ეკონომიკის მეცნ. განვითარების საკითხებზე.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: კეინსი ‒ იმპერიალიზმის აპოლოგეტი, თბ., 1956; ბურჟუაზიული თეორიების კრიტიკა სოციალისტური ეკონომიკის შესახებ, თბ., 1967; ეკონომიურ მოძღვრებათა ისტორია, ნარკვევი 1‒2, თბ., 1973‒75 (თანაავტ.).

გ. საითიძე